რეზონანსი
28.01.2017

 თბილისში თოვის გამო გზებზე შეფერხებები არ არის. როგორც „თბილსერვის ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა „რეზონანსთან" განაცხადა, გაწმენდითი სამუშაოები დილის 6 საათიდან დაიწყო.

ამ დროისათვის თბილისის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს. დილის ათი საათიდან გაიწმინდა გზები და დაიყარა ტექნიკური მარილი „ნუცუბიძის" ფერდობებსა და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე.

„თბილსერვის ჯგუფის" განცხადებით, პრიორიტეტი ცენტრალურ ქუჩებს ენიჭება, შეფერხების შემთხვევაში ქალაქის გარე უბნებშიც დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×