საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფრომაციით, 2 დღეა მთელი საქართველოს მასშტაბით თოვს. ძლიერი თოვისა და ლიპყინული გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე,მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული.
ინტენსიური თოვისა და ქარბუქის გამო, ჩუმათელეთი-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მოძრაობა ასევე შეზღუდულია, თერჯოლა-ტყიბულის გზაზე და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. აქ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შექმნილი ვითარების გამო, მძღოლებს მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით.