რეზონანსი
29.01.2017

 მესამე დღეა ინტენსიურად თოვს ბათუმში. თოვლის საფარი 50 სანტიმეტრს აღწევს. ცენტრალურ გზებზე საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხებულა. პარალელურად მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა.

დიდთოვლობის გამო, ქობულეთი-ოზურგეთის მიმართულებით გადაადგილება შეფერხებულია. ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ მაგისტრალზე, სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგენილია.

5 ათასამდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება ბათუმის სოფლებში.

სინოპტიკოსები მაღალმთიან აჭარაში ისევ თოვლს და ქარბუქს პროგნოზირებენ. შავი ზღვის სანაპიროზე დღის მეორე ნახევარში 5 ბალამდე შტორმს ელოდებიან.

სინოპტიკოსების პროგნოზიტ, უამინდობა აჭარაში თვის ბოლომდე გაგრძელდება. ნალექი თოვლის სახით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×