ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი რეგულარულ კონტაქტზე შეთანხმდნენ.
ოფიციალური ცნობით, თითქმის ერთ საათიანი საუბრის მთავარი თემა, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლა და სირიის კრიზის მოგვარება იყო.
ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა, ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია, ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ შექმნილი ვითარება და უკრაინის კრიზისიც განიხილეს.
პირისპირ შეხვედრის ორგანიზება პირველმა პირებმა, გუნდის წევრებს დაავალეს.
ინაუგურაციის შემდეგ, ეს ტრამპის პირველი სატელეფონო საუბარი იყო ვლადიმერ პუტინთან.
რუსი კოლეგის გარდა, ტრამპი ტელეფონით გერმანიის, საფრანგეთის, იაპონიისა და ავსტრალიის ლიდერებსაც ესაუბრა და ივლისში, ჰამბურგში, "დიდი ოცეულის" სამიტში მონაწილეობასაც დათანხმდა.