რეზონანსი
29.01.2017

 საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ეწვევა. ტორბიორნ იაგლანდი ოფიციალური ვიზიტით, 30 იანვარს ჩამოვა. გენერალური მდივანი ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის დროს, მხარეები საქართველო-ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და კონფლიქტის ზონებში ევროპის საბჭოს ჩართულობას განიხილავენ.

„ამ ვიზიტის დროს, გაიმართება მისი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობების პირებთან. იქნება განხილული საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობის დღის წესრიგის ყველა ძირითადი საკითხი, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაცია," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ამბობს, რომ ვიზიტი არის მაღალრანგიანი, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველო ევროსაბჭოსთვის, საიმედო პარტნიორია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×