რეზონანსი
29.01.2017

 დიდთოვლობამ და უამინდობამ საქართველოში პრობლემები გამოიწვია. მოყინული გზებისა და ტროტუარების გამო, სხვადასხვა ტრავმებით, გორის საავადმყოფოებში დაშავებულთა მიმართვიანობა მაღალია.

დიდთოვლობის გამო, ოზურგეთი- ჩოხატაურის ავტომაგისტრალზე, ნასაკირალის უღელტეხილზე, რამდენიმე საათის განმავლობაში, მსუბუქი ავტომობილები და მგზავრები გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. ადგილზე ამ დრომდე თოვს.

დაზიანებული ელექტროგადამცემების გამო, ოზურგეთის წყლის მომარაგების სამსახურს ელექტროენერგია არ მიეწოდება, ამ მიზეზით, ადგილობრივებს წყლით მომარაგება შეუწყდათ. დიდთოვლობის გამო, ელექტროგადამცემები დაზიანდა ქობულეთშიც, სადაც ელექტროენერგია რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება. დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ბათუმშიც.

თოვლის საფარისა და ავარიული სიტუაციების მაღალი ალბათობის გამო სპეციალური შეზღუდვაა დაწესებული გომბორის უღელტეხილზე.

ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა გურჯაანში და მაღალმთიან სოფლებში.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ავტომანქანით გადაადგილება სპეციალური რეჟიმით მიმდინარეობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×