კანადის პრემიერ-მინისტრი მზად არის, ომსა და ტერორს გამოქცეული დევნილები მიიღოს. ამის შესახებ განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„მიუხედავად თქვენი აღმსარებლობისა,კანადა სიამოვნებით მიგიღებთ მათ, ვინც ომს და ტერორს გამოექეცით."-წერს ჯასტინ ტრუდო, საკუთარ „twitter"-ის გვერდზე.
უცხოური მედია წერს, რომ ტრუდოს გადაწყვეტილება, აშშ-ში, დონალდ ტრამპის მიერ გაცემულ განკარგულებაზე, ერთგვარი პასუხია.
კანადის პრემიერ-მინისტრს, აშშ-ის პრეზიდენტი არ გაუკრიტიკებია. მან განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და ოტავას ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებთ და მჭიდრო ეკონომიკური კავშირები აქვთ.