რეზონანსი
30.01.2017

 სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს" შენობაში ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლის კერები ლოკალიზებულია. 30-მდე ბრიგადა ხანძრის ჩაქრობას ცდილობს.

ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 13 ათასი კვ.მ ფართობი. მთლიანად არის დამწვარი სავაჭრო ცენტრის, „ბავშვთა სამყაროს" შენობა და მისი მიმდებარე ბაზრობის ტერიტორია.

ცეცხლის ჩაქრობისას მსუბუქად დაშავდა ერთი მეხანძრე-მაშველი. დაზარალებულები დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ.

დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, ასეთი მასშტაბური ხანძარი ქალაქში, ბოლო რამდენიმე წელია, არ ყოფილა. მისი თქმით, დაზარალებულების დასახმარებლად თანხა დედაქალაქის ბიუჯეტიდან ვერ გამოიყოფა. ეს არ არის პირდაპირ ადგილობრივი მთავრობის ფუნქცია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×