76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის საქმეზე, დღეს მორიგი სასამართლო პროცესი ჩატარდება. წინა სხდომაზე, მოკლულის შვილმა და მისმა შეყვარებულმა, დანაშაული აღიარეს.
მომხდარზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, ბექა შენგელია იღებს. ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი თქვეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მოკლულის შვილს და მის შეყვარებულს, 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, 19 ოქტომბერს, ირმა ყოჩიაშვილის დედა, ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. შემდეგ ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და ერთ-ერთი ბრალდებულის ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.
იმავე საღამოს, დანაწევრებული გვამი ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ეს რიტუალური მკვლელობა იყო.