რეზონანსი
30.01.2017

 „აბაშიძე-კარასინის" ფორმატში, მორიგი შეხვედრა გაიმართება. რუსეთ-საქართველოს წარმომადგენლები ამჯერად პრაღაში, 7 თებერვალს შეიკრიბებიან.

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორი ქვეყნის წარმომადგენლები, ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკულ საკითხებს განიხილავენ.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის თქმით, კარასინთან სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებზე ისაუბრებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „აბაშიძე-კარასინის"ფორმატი კვლავ აქტუალური რჩება და მომავალ შეხვედრაზე სატრასნპორტო საკითხების განხილვაა დაგეგმილი.

„ეს ფორმატი გვაძლევს საშუალებას, ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომელიც წითელ ხაზებში არ არის და რომელზეც შეგვიძლია რეგულარული კომუნიკაცია გვქონდეს"-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×