საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის, სასამართლო სისტემის, დემოკრატიული მმართველობის და ადამიანის უფლებების საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაზეც ისაუბრეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ მიმართულებით, ქართული მხარისთვის ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ირაკლი კობახიძემ თორბიორნ იაგლანდს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მომზადებული ანგარიშისთვის, მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, სამწუხაროა, რომ სამდივნოს დელეგაციას აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში შესვლის საშუალება არ ეძლევა.
შეხვედრაზე საარჩევნო და სასამართლო სისტემის რეფორმებიც განიხილეს.
თორბიორნ იაგლანდის ოფიციალური ვიზიტი ხვალ დასრულდება.