რეზონანსი
30.01.2017

 პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებას, კომპანია „Starbucks"-ის დამფუძნებელი, ჰოვარდ შულცი პასუხობს. ბიზნესმენმა პირობა დადო, რომ მთელ მსოფლიოში, საკუთარი კომპანიის ქსელში, 10 ათას ლტოლვილს დაასაქმებს.ამის შესახებ ინფორმაციას, "NBCnews" ავრცელებს. 

„გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში 65 მილიონზე მეტი ლტოლვილია. ჩვენ 10 ათას მათგანს 5 წლის განავლობაში დავასაქმებთ ყველგან, სადაც „Starbucks"-ი არსებობს"-განაცხადა შულცმა.

„ჩვენ ვერ ვიქნებით ჩუმად მაშინ, როდესაც ახალი ადმინისტრაციის ქმედებები დღითიდღე გაურკვევლობას იწვევს"-დაწერა ბიზნესმენმა კომპანიის ვებ-გვერდზე.

ჰოვარდ შულცის თქმით, თავდაპირველად იმ ლტოლვილებს დაასაქმებს, რომლებიც წლების განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში მსახურობდნენ.

ბიზნესმენმა ასევე აღნიშნა, რომ სასაზღვრო კედლის აშენების ინიციატივის მიუხედავად, მექსიკასთან აქტიურ საინვესტიციო თანამშრომლობას გააგრძელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×