დიდ ბრიტანეთში, დონალდ ტრამპის ოფიციალური ვიზიტის გაუქმების მოთხოვნით, მილიონამდე ხელმოწერა უკვე შეაგროვეს. პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვება 29 იანვარს დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას "nbcnews" ავრცელებს.
ინიციატორების თქმით, ტრამპს აშშ-ის მმართველის რანგში გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლა შეუძლია, თუმცა სახელმწიფო ვიზტი უნდა გაუქმდეს, რადგან ამ შეხვედრამ შესაძლოა დედოფალ ელისაბედ II-ის გაღიზიანება გამოიწვიოს. პეტიციის ერთ-ერთი ინიციატორი, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, ჯერემი ქორბინია.
„ეს აკრძალვა სამარცხვინოა და ამ ფონზე ჩვენ დონალდ ტრამპს წითელ ხალიჩას არ უნდა ვუშლიდეთ"-აცხადებენ პეტიციის ინიციატორები.
ტრამპის მოწინააღმდეგეებს რამდენიმე არგუმენტი მოჰყავთ, რის გამოც, მათი აზრით, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, ბრიტანეთის დედოფალთან შეხვედრას არ იმსახურებს.
მათი თქმით, ვულგარულობა და ქალთმოძულეობა, ტრამპს არ აძლევს უფლებას, შეხვდეს დედოფალ ელისაბედ II- ს. ამიტომ მისი პრეზიდენტობის დროს, დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით მოწვეული არ იქნება.
ბრიტანეთის პარლამენტი 100 ათასი ხელმოწერის შეგროვების შემდეგ, ვალდებულია განიხილოს პეტიციის შუამდგომლობა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალური განცხადებით, სახელმწიფო ვიზიტი დაგეგმილ ვადებში შედგება. როგორც ოფიცილაურმა უწყებებმა, „BBC"-ის განუცხადეს, ვიზიტის გაუქმება პოპულისტური ნაბიჯი იქნება.
ტრამპმა გაერთიანებულ სამეფოში შესაძლო ვიზიტის შესახებ,არაოფიციალურად, აშშ-ში, ბრიტანეთის პრემირ-მინისტრის, ტერეზა მეის ყოფნისას განაცხადა.
დეტალები დაზუსტებული არ არის, თუმცა სახელმწიფოებს შორის ოფიციალური შეხვედრა წლის ბოლოს იგეგმება.