რეზონანსი
31.01.2017

 მოვაჭრეთა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შენობაში შესვლის ნება დართეს. საცავებში გამომძიებლებთან ერთად ოთხ-ოთხი ადამიანი შედის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ზვიად წიქაშვილის განცხადებით, სალიკვიდაციო სამუშაოები ჯერჯერობით არ დასრულებულა. მისი თქმით, გარკვეული კერების დაქრობითი სამუშაოები გარედან ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრთან შეკრებილი მოვაჭრეები მთელი ღამის განმავლობაში ითხოვდნენ საცავებში შესვლას და კუთვნილი ნივთების გამოტანას. მათ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებოდნენ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×