ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონზე მომუშავე ჯგუფი, არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება "ეს შენ გეხებას" წევრებმა დატოვეს.
კამპანია „ეს შენ გეხება" მიიჩნევს, რომ მსგავსი მოდელის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი უგულვებელყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც ქვეყანაში არსებული კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას წარმოადგენს და საფრთხეს უქმნის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.
სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ ახალი მოდელი არსებულ პრობლემას ვერ აგვარებს და მისი მიღებით ვერც საკონსტიტუციო სასამართლოს განკარგულება - კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა სრულდება.
როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას არეგულირებს.
კამპანია მოუწოდებს საკანონდებლო ორგანოს, პატივი სცეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საქართველოს კონსტიტუციას და საკონსტიტუციო წესრიგს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის გარანტია", - ნათქვამია განცხადებაში.