რეზონანსი
31.01.2017

 შემთხვევა რუსთავში, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟს, რომელიც მისამართზე გამოძახებას ასრულებდა, „მერსედესის" მარკის ავტომობილი შეეჯახა. ინფორმაციას „inforustavi" ავრცელებს. თვითმხილველების ინფორმაციით, „მერსედესის" მარკის ავტომობილმა საგზაო წესი დაარღვია. მძღოლმა ღერძულა ხაზი გადაკვეთა რა დროსაც სასწრაფოს მანქანას შეეჯახა.რუსთავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძრვანელის პაატა ბაჩილავას განცხადებით,ზემოთ აღნიშნული შემთხვევა პირველი არ არის, იგივე ტერიტორიაზე, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას, მსუბუქი ავტომობილი გასულ თვესაც შეეჯახა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×