რეზონანსი
31.01.2017

 შსს-ში განმარტავენ, რომ ახსნა-განმარტებების ჩამორთმევის დროს სამივე მძღოლმა დაადასტურა მათ მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა, რის გამოც დაჯარიმდნენ მართვის მოწმობების ერთი წლის ვადით ჩამორთმევით.

„2016 წლის 10 დეკემბერს სამმა მოქალაქემ თბილისში, ერთ-ერთი აქციის მსვლელობის დროს, ავტომანქანებით ჯგუფურად, უკანონოდ გადაკეტეს რუსთაველის გამზირი, მთლიანად დაიკავეს გზის სავალი ნაწილი, შეაფერხეს მოძრაობა და არ მისცეს სხვა მძღოლებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება," - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დღეს დაჯარიმებულმა მძღოლებმა ბრიფინგი გამართეს და შინაგან საქმეთა სამინისტრო მათი უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×