თიკო ოსმანოვა
01.02.2017

 უბედური შემთხვევა ბათუმში - გარდაცვლილა 75 წლის ქალბატონი და 51 წლის მამაკაცი. შემთხვევა ინასარიძის 14 ნომერში მოხდა. ცხედრები პოლიციამ აღმოაჩინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მეზობლების ვარაუდით კი გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა გაყინვა ყოფილიყო, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. ჯერჯერობით დაღუპვის მიზეზი უცნობია.

დედა-შვილი სოციალურად დაუცველები იყვნენ, მათ არც ბუნებრივი აირი და არც ელექტროენერგია ჰქონდათ, ამბობენ მეზობლები.

ინასარიძის 14 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გრძელდებოდა. ცხედრები პროზექტურაში გადასავენეს. ქალბატონს კიდევ ერთი შვილი დარჩა, რომელიც ბათუმში ფსიქიტრულში წევს. მეზობლების ინფრომაციით, დედა-შვილს ნათესავები არ ჰყოლიათ, სოციალურად დაუცველები იყვნენ და მათ ადგილობივი ხელისუფლება ხშირად ეხმარებოდა.

"უკვე 2 საათია გარდაცვლილებს ექსპერტიზა უტარდებათ და ალაბთ, მოგვიანებით იტყვიან, რა გახდა ამ ადამიანების გარდაცვალების მიზეზი. შვილი რამდენიმე დღე არ ჩანდა, ამიტომ მეზობლები შეწუხდნენ და მოიკითხეს. კარები, რომ არ გახსნეს, დარეკეს 112-ზე. მოვიდა პოლიცია და შემდეგ მაშველებმა კარი ჩაამტვრიეს, რის შედეგადაც დედა შვილი გარდაცვლილები აღმოაჩინეს.

"ნათესავები არ ჰყავთ. ერთი შვილი ფსიქიატრიულში უწევთ, მეორე ყოველდღე უფასო სასადილოში დადიოდა და ჩაწოლი დედისთვის საჭმელი მოჰქონდა. რომ არ გამოჩნდა, მეზობლებს თვალში დაკლდათ და იმიტომ მოიკითხეს," - უთხრა "რეზონანსს"გარდაცვლილის მეზობელმა.

"ბუნებრივი აირი არ ჰქონიათ და არც შუქი. პოლიციელებს სურათების გადაღება და შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარება სიბნელეში მოუწიათ. რის გამო ჰქონდათ შუქი გათიშული, ნამდვილად არ ვიცი.

"სოციალურთა ბაზაში ირიცხებიან, დადიოდნენ-ხოლმე, შეშა მოჰქონდათ, საკვებიც მოჰქონდათ. ამ თოვლში არ დამინახავს და არ ვიცი, მოდიოდნენ თუ არა დასახმარებლად," - გვითხრა მეზობელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×