ხვალ, 2 თებერვალსევროპარლამენტის პლენარულსესიაზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლაზე კენჭისყრა გაიმართება. მოლოდინია, რომ საკითხი დადებითად გადაწყდებარისშემდეგაც მხოლოდ ერთინაბიჯირჩება -კენჭისყრა ევროკავშიის მინისტრთა საბჭოში. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრების თანხმობის შემდეგ ევროპის კარი საქართველოს მოქალაქეებისთვის ფართოდ იღება. გაზაფხულიდან უვიზოდ მიმოსვლა უკვე შესაძლებელი გახდება. მეტიც, არის მოლოდინი, რომ ეს შეიძლება უკვე მარტიდან მოხდეს.
საკითხის განხილვასა და კენჭისყრის პროცედურაზე დასასწრებად პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით 7-კაციანი დელეგაცია ბრიუსელში გუშინ უკვე გაემგზავრა. დელეგაცია შეხვედრებს 3 თებერვლამდე გამართავს.
ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძის თქმით, არ არსებობს მცირე ალბათობაც, რომ სესიაზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას მხარი არ დაუჭირონ.
მისივე თქმით, უკრაინას ერთი ნაბიჯით გავუსწარით.
"კენჭისყრა იქნება 2 თებერვალს, შემდგომ უკვე ერთ-ერთი ეტაპი არის ის, რომ გადაწყვეტილებას მინისტრთა საბჭომ უნდა უყაროს კენჭი. ამას მოჰყვება ხელმოწერები - თავმჯდომარე ქვეყნის შესაბამისი მინისტრისა და ევროპის პარლამენტის თავმჯდომარის. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი. ბოლო ნაბიჯია ის, რომ ეს ხელმოწერილი გადაწყვეტილება ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და გამოქვეყნებიდან 21 დღის შემდეგ ის ძალაში შევა," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ჩხიკვაძე.
მისი თქმით, ზუსტად რამდენ ხანში უყრის კენჭს მინისტრთა საბჭო გადაწყვეტილებას, ამის თქმა რთულია. ისევე როგორც რთულია და სპეკულაცია იქნება უვიზო მიმოსვლის ამოქმედების კონკრეტული თარიღის დასახელება. თუმცა აცხადებს, რომ გაზაფხულზე ევროპაში მოგზაურობისთვის კარი უკვე გაიღება.
მანამდე კი, 12 იანვარს, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (დშიუ) დაუჭირა მხარი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას.
ასევე დეკემბერში მიღებულია "შეჩერების მექანიზმის" განახლებული რეგულაციები. ეს დოკუმენტი არის ბერკეტი, რომლითაც შენგენის ზონის ქვეყნები "დარღვევის შემთხვევაში" უვიზო მიმოსვლას შეაჩერებენ და რომლის მიღების გარეშე ცნობილი იყო, რომ ევროკავშირი უკრაინისა და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას მხარს არ დაუჭერდა.
შეჩერების მექანიზმი" ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნიდან საგრძნობლად გაიზარდა თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა; ასევე თუ საქართველოს მოქალაქეები საფრთხეს შეუქმნიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო წესრიგს და უსაფრთხოებას;
უვიზო რეჟიმი კი საქართველოს მოქალაქეს შესაძლებლობას აძლევს ვიზის გარეშე იმოგზაუროს 90 დღის განმავლობაში შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას. გამონაკლისს წარმოადგენს ევროკავშირის 2 წევრი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი და ირლანდია,
"90 დღის გასვლის შემდეგ მან უნდა დატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) პერიოდის გასვლის შემდეგ.
მოგზაურობისთვის აუცილებელია მოქმედი ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა საქართველოში დაბრუნების დღისთვის არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები.
ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისა და ყოფნის წესების დარღვევის შემთხვევაში ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და მოქალაქეს დააბრუნებენ საქართველოში. ამასთან, მას შეეზღუდება შენგენის ტერიტორიაზე შესვლა 3 ან 5-წლამდე პერიოდით. ასევე შესაძლოა გამოყენებული იქნას ჯარიმა, დაახლოებით 5 000 ევრომდე ოდენობით.