რეზონანსი
01.02.2017

 28 წლის მწყემსი, არჩილ შათირიშვილი, სურების მთებში, მესაქონლეთა კარავში, გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ახალგაზრდას, ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ცხედრის გადასასვენებლად მთებში გზა იწმინდება.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, არჩილ შათირიშვილი,სოფელ სურების მცხოვრები იყო.

ადგილობრივი სამართალდამცველების გამოძიებით, მამაკაცის ცხედარზე ძალადობის კვალი არ აღინიშნება.

წინასწარი ინფორმაციით, არჩილ შათირიშვილი ვანში, სოფელ ყუმურში, სტუმრად იმყოფებოდა და უკან, მთაზე გადასასვლელი, საფეხმავლო გზით, ჩოხატაურში ბრუნდებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×