რეზონანსი
01.02.2017

 ბათუმში გარდაცვლილი დედა-შვილის ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული. 70 წლის ქალი და 50 წლის მამაკაცი, გუშინ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს. მათი გარდაცვალების მიზეზი უცნობია. გამოძიების ერთ-ერთ ვერსიად,დედა-შვილის გაყინვა სახელდება, თუმცა ამ ვერსიას ახლობლები არ ეთანხმებიან. მათი ვარაუდით, მამაკაცი, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, გულის შეტევით გარდაიცვალა. მის დასახმარებლად საწოლიდან წამომდგარი დედა კი წაიქცა.

პოლიცია ინასარიძის ქუჩაზე, გარდაცვლილების მეზობლებმა გამოიძახეს, რომლებიც დედა-შვილის რამდენიმე დღით გაუჩინარებამ შეაშფოთა.

გარდაცვლილების მეზობლები ამბობენ, რომ დედა-შვილს რამდენიმე დღეა, 26 იანვრიდან, ელექტროენერგია არ მიწოდებია, ის გასული თვის თანხის გადაუხდელობის გამო, შეუჩერეს. მეზობლების თქმით, ოჯახი არც ბუნებრივი აირით სარგებლობდა.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×