რეზონანსი
01.02.2017

 1974 წელს დაბადებული მ.ჯ. და 1990 წელს დაბადებული ი.მ. გამოძალვის და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით დააკავეს. პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აიყვანეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის, ასევე, სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების მუქარითა და შანტაჟით ,მოქალაქეს ფულს სძალავდნენ და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.

გამოძიება გამოძალვის, სქესობრივი კავშირის იძულების და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გატაცების ფაქტზე მიმდინარეობს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×