საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე, მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის, ვერონა-შუამთას მონაკვეთზე ,ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია, მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
დიდთოვლობის გამო,ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზაზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
შეზღუდვები მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის, ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზეც.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ფარავანი-ნინოწმინდის და ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.