რეზონანსი
01.02.2017

 "მორაბანკ ანდორას" ქართველი ლეგიონერი, გიორგი შერმადინი, საკალათბურთო ლიგამ, თვის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა. ლიგაში, სადაც მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "ბასკონია" და ამ გუნდების მსოფლიო დონის კალათბურთელები თამაშობენ, იანვრის თვის საუკეთესოდ, ქართველი ცენტრი დაასახელეს.

ქართველმა კალათბურთელმა, იანვარში 4 შეხვედრა ჩაატარა. მადრიდის "რეალთან" 21 ქულა მოიპოვა. შემდეგ იყო "ბეტისთან" შეხვედრა, რომელშიც შერმადინმა 26 წუთში 22 ქულა აიღო, ამის შემდეგ კი "გრან კანარიასთან" გამარჯვებისას, შერმადინმა გუნდს, 24 წუთში, 17 ქულა მოუტანა.

"ანდორას" ქართველ ლეგიონერს, მარგი ქმედების კოეფიციენტი, იანვრის თვეში საშუალოდ 27,8 ჰქონდა. შერმადინს იანვარში ორჯერ ჰქონდა ტურის საუკეთესო შედეგი და ერთხელ საუკეთესოდ დაასახელეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×