რეზონანსი
02.02.2017

 ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, ხუთი პირი - 1976 წელს დაბადებული ლ.შ., 1980 წელს დაბადებული მ.გ., 1975 წელს დაბადებული ზ.გ., 1968 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1975 წელს დაბადებული ც.მ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები გორის რაიონის სოფელ რეხაში, ბაქო-სუფსის მაგისტრალური მილსადენიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნავთობს სისტემატურად იპარავდნენ. სამართალდამცველებმა მოპარული ნავთობის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მაგისტრალურ მილსადენში არსებული ნავთობის ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს-ნათქვამია შსს განცხადენაში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×