რეზონანსი
02.02.2017

 დიდთოვლობის გამო ხელვაჩაურის სოფელ ზედა განთიადში, საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. დაშავებული 5 ადამიანიდან ერთი გარდაიცვალა. ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ბრიგადები, ასევე ხელვაჩაურის გამგეობის წარმომადგენლები ამ დრომდე იმყოფებიან.

დაშავებულებიდან ერთ-ერთი მათგანი ფეხმძიმე ქალია, რომელიც ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×