რეზონანსი
02.02.2017

 მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრამა გიორგი კვირიკაშვილმა, ევროპარლამენტის კენჭის ყრის შესახებ ისაუბრა.

„დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება ძალიან მნიშვნლოვანი დადასტურება ევროკავშირის საქართველოსადმი ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გადაწყვეტილება იქნება საქართველოს სასარგებლო და ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება მხარდაჭერის იმ პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომლებიც არიან ევროპარლამენტში"-განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს ევროპარლამენტი კენჭს უყრის საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების უფლებას.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც დიდი პასუხისმგებლობით მიიღებენ ამ უდიდეს შედეგს და ნაყოფს, საქართველოს ინტეგრაციისა ევროკავშირში და ზედმიწევნით დაიცავენ იმ ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც გადაწყვეტენ გამგზავრებას. ეს ასევე ძალიან დიდი შესაძლებლობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალქეებისთვის და მე მინდა მათაც ასევე მივულოცო ეს უდიდესი წარმატება".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×