რეზონანსი
02.02.2017

 მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი „კურიერთან" ინტერვიუში ვიზალიბერალიზაციის პროცესს "გარღვევად აფასებს."

„ეს არის მართლაც ისტორიული გარღვევა. ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს. მართალია ეს 2014 წელს უნდა მომხდარიყო, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ეს გარღვევა მართლაც დაიმსახურა ჩვენმა ხალხმა. ჩვენი ხალხი არ უნდა ისჯებოდეს არაკომპეტენტური მთავრობის შეცდომების გამო და იმედი მაქვს, რომ ამას მოყვება შემდგომი ნაბიჯები საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

კანდელაკის თქმით, სულ რამდენიმე კვირაში, მარტში ძალაში შევა ეს ყველაფერი და მოქალააქეებს ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილების საშუალება ექნებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×