რეზონანსი
02.02.2017

 აქცია რუსთავის „აზოტის" ქარხანასთან კვლავ გრძელდება. უმუშევრად დარჩენილები სამსახურს ითხოვენ. აქციის მონაწილეებს სოლიდარობა სტუდენტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს. აზოტის ქარხანასთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, აქციის მონაწილეთა ნაწილი ადმინისტრაციულ შენობაშიც შეიჭრა. შეჭრის დროს აქციის მონაწილეებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. თუმცა, სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.

საპასუხოდ, ადმინისტრაცია განმარტავს, რომ მათ არავინ გაუთავისუფლებიათ, რეორგანიზაციის შედეგად ხელახლა აიყვანეს კადრები. დარჩენილი 340 თანამშრომლის საჭიროება კი აღარ იყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×