რეზონანსი
02.02.2017

 ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციაზე კენჭისყრისას ულტრა-მემარჯვენე ბრიტანელი პარლამენტარის, სტივენ ვულფის გამოსვლას ქართულ საზოგადოებაში გაურკვევლობა მოჰყვა.

საუბარია ვახტანგ მაისაიას ინტერვიუზე, რომელიც გაზეთში 2016 წლის 22 ივნისს დაიბეჭდა და სადაც ის ყვება „ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან მომავალ საფრთხეზე. კერძოდ იმაზე, თითქოს ტერორისტული ორგანიზაცია ქმნის სპეციალურ 600-700-კაციან ჯგუფს, რომელიც აპირებს საქმიანობა განავითაროს სხვადასხვა მიმართულებით - დაწყებული ცენტრალური აზიიდან და ამერიკით დამთავრებული - მათ შორის საქართველოშიც. გაზეთი ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს და ვერც უარყოფს, თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი ინფორმაცია მანამდეც და მას შემდეგაც არაერთ წამყვან ევროპულ და ამერიკულ გამოცემაში გამოქვეყნდა.

თუმცა ბ-ნმა ვულფმა საქართველოს საკითხის განხილვისას ამაზე ისაუბრა, როგორც მომხდარ ფაქტზე და არა როგორც ექსპერტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე; ამასთანავე, თქვა, თითქოს ყველა ეს „600-700 ტერორისტი" ევროპაში საქართველოდან შედის.

გამომდინარე აქედან, ბ-ნი სტივენ ვულფის განცხადება, ან მისი თარგმანი, თითქოს „ქართულმა გაზეთმა განაცხადა, რომ 600-700 ტერორისტი იყენებს საქართველოს, როგორც ტრანზიტულ ქვეყანას...", სინამდვილეს არ შეესაბამება.

„რეზონანსის" რედაქტორმა წერილით მიმართა ბ-ნ სტივენ ვულფს ამ ინფორმაციის უარყოფის თხოვნით, რომელიც გამოყენებული იქნა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ.

„რეზონანსი" ულოცავს საქართველოს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×