რეზონანსი
02.02.2017

 "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დაწყებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით, რაც გვაქვს უკვე არის ძალიან მაგარი, რეალურად ეს არის საეტაპო და ისტორიული გადაწყვეტილება.

„დღეს გავხდით ევროკავშირის ერთიანი ბაზრის თითქმის სრულფასოვანი ნაწილი. გვაქვს: კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება, საქონლისა და მომსახურების თავისუფალი (თითქმის) გადაადგილება, (დღეიდან) მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება, არ გვაქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის იქ მუშაობის უფლება და ამის მიღწევას კიდევ ბევრი წელი დასჭირდება, მაგრამ, რაც გვაქვს უკვე, არის ძალიან მაგარი. 10-15 წლის წინ ამაზე საუბარიც კი სასაცილოდ და არადამაჯერებლად სჩანდა. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისაც სჯეროდა და ვინც ძალიან ბევრი დრო და ენერგია დახარჯა რომ ეს ყველაფერი მიგვეღო. ნუ აქცევთ ყურადღებას ათას სისულელეს. კრიმინალები იქ ისედაც ახერხებდნენ გაძრომას, ამ მხრივ არაფერი შეიცვლება მნიშვნელოვნად. წადით, რაც შეიძლება ბევრჯერ, რაც შეიძლება მალე, წადით და ნახეთ რა არის ევროპა."-განაცხადა ჯაფარიძემ

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×