რეზონანსი
03.02.2017

 „რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის გამოძიებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, მას კითხვები აქვს უზენაესი სასამართლოს თავჯდომარესთან, რატომ არ მოიქცა ისე, როგორც მისი წინამორბედი. მისი თქმით, ეს კითხვა რიტორიკულია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ არის მოსამართლეების მოკავშირე, იგი არის სახელმწიფოს მოკავშირე მათ წინააღმდეგ.

„მიიღეთ კანონიერი გადაწყვეტილება, ნუ დაემორჩილებით ადამიანებს, რომლებიც მიდიან და მოდიან, მაგრამ თქვენ რჩებით. თქვენი პროფესიული სინდისი რჩება. ამ ორმა მოსამართლემ ჯერ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადასცემოდა საქმე, 14 იანვარს გადაწყვიტა გაესაჯაროვებინა მთელი ზეწოლა, რომელიც მათთან დაკავშირებით ხორციელდებოდა. გაბედეთ თქვენც!"

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×