რეზონანსი
03.02.2017

 ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ნიკი ჰეილმა NBC-სთან გაკეთებულ განცხადებაში დაგმო რუსეთის გეოპოლიტიკური მანევრი აღმოსავლეთ უკრაინაში. ამ კვირაში რეგიონში არასტაბილური ვითარებაა, მას შემდეგ რაც რუსეთის სეპარატისტებსა და უკრაინის ძალებს შორის კონფლიქტი მოხდა.

ამერიკელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ვაშიგტონს კვლავ სურს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, თუმცა იქვე დასძინა, რომ კრემლის აგრესია შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს.

„ჩვენ გვინდა რუსეთთან უკეთესი ურთიერთობა, თუმცა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული მძიმე ვითარება და რუსეთის ქმედებები უნდა იყოს დაგმობილი. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყირიმის ოკუპაცია"-განაცხადა ჰეილმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×