რეზონანსი
03.02.2017

 თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

"შენობა ნაგებობების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა არ არის ქალაქის მერიის, თუმცა ყველამ უნდა გავითავისოთ ის, რომ ვიდრე შენობა არ იქნება უსაფრთხო, იქ თითოეული ადამიანის შესვლა რისკთან არის დაკავშირებული, ამიტომაც შენობა უნდა გახდეს უსაფრთხო. სწორედ ამიტომ ჩავრთეთ სამხარაულის ბიუროს ექსპერტები, ჩვენი მუნიციპალური ლაბორატორიის ექსპერტები, რათა ერთობლივად მიიღონ გადაწყვეტილება რა ფორმით და როგორ უნდა მოვიქცეთ," - განაცხადა ნარმანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×