რეზონანსი
04.02.2017

 ცხინვალის ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა ვიზალიბერალიზაციით ვერ ისარგებლებს. ამის შესახებ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის შემდეგ, საუკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, დავით სანაკოევმა განაცხადა.

მისი განცხადებით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლებით, ის ეთნიკური ოსები ისარგებლებენ, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს კი უცხოეთის ქვეყნებში მოგზაურობის საშუალებას, რუსული პასპორტები აძლევს.

„გვიხარია, რომ საქართველო აგვარებს თავის საქმეებს ევროკავშირთან და ვიზალიბერალიზაცია შეეხებათ იმ ეთნიკურ ოსებსა და აფხაზებს,რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან"- განაცხადა დავით სანაკოევმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×