საფრანგეთის „სახალხო ფრონტის" მემარჯვენე ლიდერმა, მარინ ლე პენმა, თავისი საპრეზიდენტო კამპანია გლობალიზაციიდან თავის დაღწევის და ქვეყნის გათავისუფლების დაპირებით დაიწყო.
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი,თავის წინასაარჩევნო კამპანიაში, პრიორიტეტად ქვეყნის „ნატო"-დან გამოსვლას და საფრანგეთის შიდა სამხედრო ძალების გაძლიერებას ასახელებს. ლე პენი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი ქვეყანას მისთვის არასასურველ სამხედრო მოქმედებებში ჩაბმას ააცილებს თავიდან. წინასაარჩევნო პროგრამის თანახმად, ის გეგმავს, სამხედრო ბიუჯეტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-მდე გაზარდოს. ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო „reuters" ავრცელებს.
ლე პენი საფრანგეთის მიერ, შენგენის ზონის დატოვების მომხრეცაა და მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხზე რეფერენდუმი გაიმართოს.
„ამბობდნენ, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის მედიაზე ვერასოდეს გაიმარჯვებდა, მაგრამ მან გაიმარჯვა. ამბობენ,რომ მარინ ლე პენი ვერ მოიგებს არჩევნებს, მაგრამ 7 მაისს ის პრეზიდენტი გახდება"-განაცხადა პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, საკუთარ მხარდამჭერებთან და პარტიის წევრებთან შეხვედრისას.
ლე პენის პროგრამაში 144 დაპირებაა გაცემული.პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩეველს, იმპორტის და საშემოსავლო გადასახადების ხელსაყრელ ტარიფებს, საპენსიო ასაკის შემცირებას და უფასო განათლებას პირდება.
„პროგრამის მიზანია, ხალხმა ხმა მისცეს თავისუფლებას"-განაცხადა ლე პენმა, სიტყვით გამოსვლისას.
2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ლე პენი მესამე ადგილზე გავიდა და ხმების დაახლოებით 18% მიიღო. წელს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, 23 აპრილს გაიმართება. მემარჯვენე ლიდერის მთავარი კონკურენტი, ფრანსუა ფიიონია.