რეზონანსი
05.02.2017

 „საზოგადოებრივი მაუწყებლის" შენობასთან, საპროტესტო აქცია იწყება. მოძრაობა „მწვანე მუშტის" წევრები, გადაცემა „რეალური სივრცის" შესაძლო დახურვას აპროტესტებენ. აქციას, სტუდენტური მოძრაობა, „აუდიტორია-115"-ის წევრებიც შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებთან შეხვედრას, გადაცემა „რეალური სივრცის" ავტორი და წამყვანი, ნინო ზაუტაშვილი გეგმავს.

ინფორმაცია გადაცემის შესაძლო დახურვის შესახებ, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რასაც არხის ხელმძღვანელობა ამ დრომდე არ ადასტურებს.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ იმ თანამშრომლების და რედაქციების დაცვა სურთ, რომლებიც შესაძლოა, „საზოგადოებრივ მაუწყებელზე" რეორგანიზაციის პროცესს შეეწირონ.

მაუწყებელზე მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის შესახებ, არხის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე, ხვალ, 12 საათზე, საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×