რეზონანსი
06.02.2017

 "ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე ოქროს ბირჟის დაზარალებული მოვაჭრეები შეიკრიბნენ. ისინი "ოქროს სამყაროსთან" ნიჩბებით მივიდნენ, რათა მისი დახმარებით ნანგრევებიდან ძვირფასეულობა ამოარჩიონ.

მოვაჭრეების განცხადებით, მათი შენობაში შეშვება დღის განმავლობაში მოხდება, რათა "ოქროს სამყაროს" ტერიტორიაზე არსებული საკუთარი ძვირფასეულობა გამოიტანონ.

"ბავშვთა სამყაროს" ტერიტორიაზე იმყოფებიან ის დაზარალებული მოვაჭრეები, რომლებიც სხვადასხვა ნივთებით ვაჭრობდნენ. ისინი ხელისუფლებას და ადმინისტრაციას მოუწოდებენ, რომ გარდა "ოქროს სამყაროს" დაზარალებული მოვაჭრეებისა, მათაც მიაქციონ სათანადო ყურადღება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×