საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზიაში თანხების არაეფექტურ ხარჯვაზე ისაუბრა, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში წინა წლებში იყო.
„ეს ტელევიზია იყო „კარმუშკა". ეს არის აქ ერთ-ერთი მთავარი კითხვა. ეს არის, რამაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ტელევიზია. თუ დღეს წავალთ იმ მიმართულებით, რომ ყველაფერი არის კარგად და ჩვენ ამ 102 გადაცემას უნდა დავუმატოთ 35 გადაცემა, ეს საბოლოოდ, კატასტროფამდე მიგვიყვანს"-განაცხადა მაღლაფერიძემ.
მისი თქმით, საჭიროა ფინანსები და ელემენტარული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნა, რომელიც აქვს ყველა სხვა ტელევიზიას.
„ჩვენ დროებით ვაჩერებთ გადაცემებს, რათა დიდი ხნით არ გაჩერდეს მაუწყებელი. ეს არის ჩვენი გეგმა, ეს არის ჩვენი ანალიზი, ჩვენი საექსპერტო დასკვნა აქ არსებული მდგომარეობისა".