რეზონანსი
06.02.2017

 კრემლი Fox News-ის ჟურნალისტის კომენტარმა აღაშფოთა. ჟურნალისტმა ბილ ორეილმა ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მკვლელი უწოდა. ტრამპმა გაიმეორა, რომ ამერიკასაც ჰყავს მკვლელები.

ინტერვიუ Fox News-ის ეთერში მთელი კვირის განმავლობაში გადაიცემოდა. რუსეთის ლიდერის სპიკერმა დიმიტრი პერსკოვმა ტრამპს კომენტარზე პასუხი არ გასცა, თუმცა Fox News-ის განცხადებას მიუღებელი და შეურაცხმყოფელი უწოდა.

„ჩვენ გვინდა, რომ პრეზიდენტს მოუბოდიშონ"-განაცხადა სპიკერმა.

ინტერვიუში დონალდ ტრამპმა აშშ-სა და რუსეთის სამომავლო ურთიერთობაზეც ისაუბრა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×