ალექსანდრე ჯეჯელავამ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხზე ისაუბრა. ავტორიზაციის გაუქმების მიუხედავად სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, სანამ სრული დოკუმენტაცია არ გადაეგზავნება სკოლას, სასწავლო პროცესის წარმართვის უფლება აქვთ.
„დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს ანუ სკოლაში მყოფი მოსწავლეების დოკუმენტაცია არ იყო სრულყოფილი. სკოლაში, სადაც შეინიშნება არაჯეროვანი შესრულების ნიშნები, განმეორებითი მონიტორინგი არის მიღებული პრაქტიკა ანუ ჩვენ ვცდილობთ, პირველივე შემთხვევაში კი არა ჩამოვართვათ ავტორიზაცია, არამედ პირიქით, მივცეთ საშუალება, რომ გაითვალისწინონ შენიშვნები. ამიტომ, განმეორებითი მონიტორინგის დროს ვცდილობთ შევამოწმოთ რამდენად გამოსწორდა ხარვეზები", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავა.
საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ინფორმაციით, ავტორიზაციის საბჭომ ბათუმში არსებულ შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია ბავშვების სკოლაში ჩარიცხვასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო 3 თებერვალს გაუუქმა