რეზონანსი
06.02.2017

 ბოლო ორი დღის მონაცემებით, ავღანეთში დიდთოვლობის გამო 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ინფორმაციით, გზები ჩაკეტილია მთელი ქვეყნის მაშტაბით. ფრენები გაუქმდა ქაბულის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.

უამინდობის გამო ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში, პაკისტანის საზღვართან ზვავი ჩამოწვა, რის შედეგადაც თოვლის საფარის ქვეშ რამდენიმე სოფელი აღმოჩნდა. სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელშიც სამხედროებიც არიან ჩართული, თუმცა ოპერაციას ცუდი ამინდი აფერხებს.

„ჩვენ უნდა შევძლოთ და შევამსუბუქოთ სიტუაცია და გავგზავნოთ გადაუდებელი დახმარების სამსახურის წარმომადგენლები, სადაც კი მოვახერხებთ"-განაცხადა ეროვნული კატასტროფების მართვის მინისტრმა აჰმად ბარმარკმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×