რეზონანსი
06.02.2017

 საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერის შესახებ „დღის ამბებში" ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის უნიჭოდ დადგმული და ერთუჯრედიანი ადამიანების ნამუშევარი.

„წარმოდგენა არ მაქვს, რა საკითხზე უნდა ისაუბროს ადეიშვილმა და გვარამიამ ჩემთან დაკავშირებით. რატომ მიენიჭა ჩემს საკითხს ასეთი მნიშვნელობა. ეს ჩანაწერი არის ძალიან ბევრი საუბრებიდან დამონტაჟებული სისულელე. არავის მხრიდან თანხებზე საუბარი ჩემთან არ ყოფილა"- განაცხადა ახვლედიანმა.

ახვლედიანი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პასუხს მოითხოვს და ჟურნალისტებისა და საზოგადოებას მაქსიმალურად ჩართვისკენ მოუწოდებს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×