რეზონანსი
07.02.2017

 ტრანსგენდერ ქალებზე მორიგი თავდასხმა, ელბაქიძის აღმართზე მოხდა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ტრანსგენდერ ქალთა ცენტრი" ავრცელებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, თავდასხმაში რამდენიმე მოქალაქე მონაწილეობდა.ისინი ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. ცენტრის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, ტრანსგენდერი ქალები მძიმედ დაშავდნენ. მათ მრავლობითი დაზიანებები და მოტეხილობები აქვთ. დაზარალებულები საავადმყოფოებში მკურნალობენ.

"ტრანსგენდერ ქალთა ცენტრის" ინფორმაციით, ჯერ დაკავებული არავინაა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ,რომ გამოძიება დაწყებულია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×