რეზონანსი
07.02.2017

 ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფმა" , „GRECO"-მ, საქართველოში კორუფციული ვითარების შეფასების მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. „IDFI" რეკომენდაციით მიმართავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს და მასში შემავალ წევრებს, რომ განიხილონ და გაითვალისწინონ, „GRECO"-ს მონიტორინგის ანგარიშის რეკომენდაციები.

„GRECO"-ს ანგარიშში ძირითად პრობლემებად, ძალაუფლების დანაწილების პრინციპი, სასამართლო სისტემის რეფორმა და პროკურატურის პოლიტიკური ზეგავლენისგან განთავისუფლება სახელდება.

საკანონმდებლო ხელისუფლებაში კორუფციის პრევენციისთვის, „GRECO"-ს რეკომენდაციით, უნდა გაიზარდოს საკანონმდებლო პროცესის გამჭვირვალობა, კანონპროექტების ცვლილებები უნდა იყოს საჯარო. „GRECO"-ს შემფასებელთა ჯგუფი, სასამართლო სისტემისადმი მოსახლეობის ნდობის დაბალ ხარისხზე მიუთითებს. ანგარიშის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებები ხშირად ბუნდოვანი რჩება, არ არის გაწერილი მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები. ორგანიზაციის რეკომენდაციით, საქმეები ავტომატური, ელექტრონული სისტემით უნდა გადანაწილდეს.

ანგარიში ასევე საგამოძიებო უწყებებში კორუფციის პრევენციას ეხება. „GRECO"-ს ექსპერტთა ჯგუფი უარყოფითად აფასებს იუსტიციის მინისტრის გავლენას პროკურატურის საქმიანობაზე.ორგანიზაცია რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მთავრობას, რომ მიიღოს საჭირო ზომები, მთავარი პროკურორის დანიშვნისა და საპროკურორო საბჭოს საქმიანობის პროცესში, პარლამენტის და მთავრობის გავლენის შესამცირებლად.

საქართველო „GRECO"-ს 1999 წელს შეუერთდა და მას შემდეგ შეფასების 4 რაუნდში მიიღო მონაწილეობა. შეფასების პირველი რაუნდი 2000 წლის ოქტომბერში ჩატარდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×