რეზონანსი
07.02.2017

 ნინოწმინდაში, 1995 წელს დაბადებული ი.პ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. 1961 წელს დაბადებული ი.მ. და 1984 წელს დაბადებული ვ.გ. წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენის ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ი.პ.-მ ნინოწმინდაში, მარაბდა-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის ხაზიდან, შპს „ატეფ ჯორჯიას" კუთვნილი, 86 კილოგრამი სპილენძის სადენი მოიპარა, შემდეგ კი ი.მ.-სა და ვ.გ.-ს მიჰყიდა.

სამართალდამცველებმა დაკავებულების ავტომანქანის ჩხრეკისას, მოპარული სადენები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ შპს „ატეფ ჯორჯია" 1558 აშშ დოლარით და 2050 ლარით დაზარალდა.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენისა და ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×