სამართალდამცველებმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგოდ გამოყენების ფაქტები გამოავლინეს. გამოძიებამ დაადგინა,რომ საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს, სხვადასხვა ქვეყნიდან შემოჰქონდა იაფფასიანი, დაბალხარისხიანი სარეცხი საშუალებები, შემდეგ კი, რეალიზაციის მიზნით, კუსტარულად მოწყობილ საწარმოებში ამზადებდნენ.
ცნობილია პროდუქციის ბრენდებიც. დაკავებულები კუსტარულად, „Henkel"ის, , „Procter & Gamble Co"- ის, „PERSIL Expert Color"- ის, „PERSIL Vernel"- ის და „ARIEL"- ის პროდუქციას ამზადებდნენ.
საგამოძიებო სამსახურის მიერ, საწარმოებიდან და სავაჭრო ქსელიდან ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული სარეცხი საშუალებები და ის ტექნიკური აღჭურვილობა, რისი საშუალებითაც ბრენდირებული სარეცხი საშუალებების ფალსიფიცირება ხდებოდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.