რეზონანსი
07.02.2017

 ბრაკონიერობის კიდევ ერთი შემთხვევა, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩარგლის მიმდებარედ მოხდა. გარემოს დამცველებმა შველზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის თანამშრომლებმა მონადირეების 6 კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლებსაც უკვე მოპოვებული და დანაწევრებული შველი აღმოაჩნდათ. ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია. ბრაკონიერები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, გარემოსთვის მიყენებული ზიანი 5000 ლარია. გარემოს დამცველებმა ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი ოქმი შეადგინეს.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისად, მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×