რეზონანსი
07.02.2017

 თბილისში „რუსთავის აზოტიდან" გათავისუფლებული 350 თანამშრომლის მხარდასაჭერად, საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან დაიძრნენ. რუსთაველის გამზირზე მოძრაობა ცალმხრივად შეზღუდულია.

მსვლელობა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებით ტარდება და მასში სხვადასხვა დარგობრივი პროფკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

გათავისუფლებულ მუშებს სოლიდარობას მოძრაობა "მწვანე მუშტი", "აუდიტორია 115" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები უცხადებენ.

მსვლელობის განმავლობაში დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის.სამართლადამცველები ცდილობენ, რომ დემონსტრანტებმა ერთ ზოლში იმოძრაონ და არ გადავიდნენ საპირისპირო მხარეს.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეები საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისითან არიან. მათი მთავარი მოთხოვნა, "რუსთავის აზოტიდან" გათავისუფლებული მუშების სამსახურში აღდგენაა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×