რეზონანსი
07.02.2017

 საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიისას, ხარჯებში აღმოჩენილი დარღვევების გამო, სასამართლოს წინაშე წარდგება. ამის შესახებ ინფორმაციას, სააგენტო „REUTERS"-ი, სასამართლო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციით, სასამართლოს წინაშე ასევე 13 პირი წარდგება, რომელთაც ბრალი ხარჯების გაზრდასა და დაფინანსებაში გამოვლენილი დარღვევების გამო ედებათ.

„REUTERS"-ის ინფორმაციით, წლევანდელი საპრეზიდენტო კამპანიის ფინანსური მხარე პოლიტიკოსების განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდა, ამიტომ სასამართლომ ექს-პრეზიდენტის საქმიანობაც ეჭვქვეშ დააყენა და ფინანსური დოკუმენტების გადამოწმება გადაწყვიტა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×